უცხოეთი
ლავროვმა აშშ–ის მიერ რუსი დიპლომატის გადაბირების მცდელობის დეტალები გაასაჯაროვა

  საქართველო, 18 იანვარი, საქინფორმი. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სადაზვერვო ორგანოებმა არერთხელ სცადეს რუსი დიპლომატების გადაბირება.

  ამის შესახებ ლავროვმა მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

  „თუ გადაბირებაზე ვისაუბრებთ, ბოლო წლებში, განსაკუთრებით ობამას პრეზიდენტობის მეორე ვადაში, ასეთი არამეგობრული მცდელობა ბევრი იყო. იყო შემთხვევა, როდესაც ჩვენი გენერალური კონსული გადაბირებას ცდილობდნენ, ელჩებს ფულს სთავაზობდნენ“, - განაცხადა ლავროვმა.

  ლავროვმა ტრამპის ადამინისტრაციაზეც ისაუბრა და ისინი ასტანაში სირიის საკითხზე დაგეგმილ მოლაპარაკებებში მონაწილეობის მისაღებად მიიწვია.