აქტუალური
ენმ-ის ყოფილი და ამჟამინდელი წევრები ფრაქციების შექმნის განცხადებით საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავენ

  საქართველო, 17 იანვარი, საქინფორმი. უკვე ცნობილია, რომ 2 ფრაქცია შეიქმნება - “ნაციონალური მოძრაობა”, რომელსაც ირაკლი ნადირაძე უხელმძღვანელებს და ფრაქცია “თბილისი” მამუკა ახვლედიანის ხელმძღვანელობით.

 “ფრაქციაში შევლენ საკრებულოს სამი დეპუტატი, ვიქნები მე - თავმჯდომარე ფრაქციის, ბატონი დავით ავალიანი და ბატონი თამაზ შოშიაშვილი და, ბუნებრივია, “ნაციონალურ მოძრაობასაც” ეყოლება თავისი ფრაქცია“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.

 სევდია უგრეხელიძე თბილისის საკრებულოში საქმიანობას  დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით გააგრძელებს. გადაწყვეტილება უგრეხელიძემ მას შემდეგ მიიღო, რაც ენმ-დან წასულმა პოლიტიკურმა ლიდერებმა და ენმ-ის წევრებმა ცალ-ცალკე ფრაქციის შექმნა გადაწყვიტეს.

 „ვინაიდან ერთი რომელიმე მხარის არჩევა ნიშნავს მეორისადმი დაპირისპირებას, რისთვისაც მე პირადად არანაირი საფუძველი არ გამაჩნია, ამიტომ არ ვერთიანდები არცერთ ფრაქციაში და ვრჩები საკრებულოს დამოუკიდებელ დეპუტატად. მიუხედავად ამისა, მე კვლავ ვიმუშავებ იმისთვის, რომ “ქართული ოცნების” დამანგრეველმა ხელისუფლებამ და თბილისის მთავრობამ კიდევ უფრო მეტი ზიანი არ მიაყენოს ქალაქს“, - განაცხადა სევდია უგრეხელიძემ.