უცხოეთი
სააკაშვილმა პოროშენკო სიცრუესა და კორუფციაში დაადანაშაულა

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი.  საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო "თავხედ მატყუარად" მოიხსენია, რადგან მანამდე პოროშენკომ მას კორუმპირებულობაში დასდო ბრალი.

 "ვაჭრების" ხელისუფლებამ, რომელიც თანამდებობების "ვაჭრობის" ბანალურ სქემაზე გადავიდა, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად რიგითი "ვაჭარი" დანიშნა. პოროშენკო, რომელმაც დღეს მხარი დაუჭირა ორ ადგილობრივ ბანდიტს: სეპარატის ტუხონოვს, რომელმაც ოდესის ბიუჯეტი გაქურდა და ასევე ურბანსკის, რომელმაც საოლქო ბიუჯეტი გაანადგურა, საუბრობდა ჩემს "კორუმპირებულობაზე". რა შეიძლება იყოს უფრო მეტად ცინიკური?! ადმინისტრაციამ იზრუნა, რომ არც ერთ ტელეარხს საპასუხოდ ჩემთვის ეტერი არ დაეთმო, თავად პოროშენკომ კი ჩვენი წარმომადგენელი ტარას ბოიკო უხეშად გააჩუმა, რომელიც დარბაზიდან ცდილობდა გაეცა პასუხი, მე "ფეისბუქიდან" ლინკოლნის სიტყვებით ვუპასუხებ: "ხალხის ნაწილი შეიძლება ყოველთვის მოატყუო, შეიძლება რაღაც დროის პერიდში ყველა მოატყუო, მაგრამ ყოველთვის ყველას მოტყუება შეუძლებელია. დადაგა დრო, როდესაც პრეზიდენტის სიცრუეზე საზოგადოებაში ალერგია უნდა განვითარდეს", – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

 12 იანვარს უკრაინის პრეზიდენტის პეტრო პოროშენკოს განკარგულებით, ოდესის ოლქის გუბერნატორად მაქსიმ სტეპანოვი დაინიშნა. ოდესის ახალი ხელმძღვანელის დანიშვნისას პოროშენკომ აღნიშნა, რომ ოდესის ოლქის ახალი ხელმძღვანელი "საზღვარგარეთ სიარულის ნაცვლად" ადგილზე მუშაობისთვის არის განწყობილი.

 ოდესის ოლქის მანამდე საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ხელმღვანელობდა. აღნიშნულ თანამდებობაზე საააკშვილი უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ 2015 წლის მაისში დანიშნა. ექსპრეზიდენტმა აღნიშნული თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება 2016 წლის 7 ნოემბერს გააკეთა. უკრაინის პრეზიდენტის 2016 წლის 9 ნოემბრის ბრძანებით კი, ოდესის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისა და პრეზიდენტის უშტატო მრჩევლის თანამდებობიდან მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდა.