სამართალი
ჩაკლავენ ეკონომიკურ განვითარებას, გააუარესებენ საინვესტიციო გარემოს - პეტრე ცისკარიშვილი საფინანსო რეგულაციებზე საუბრობს

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. საფინანსო კომპანიების ახალი რეგულაციების შესახებ კანონთან დაკავშირებით, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა ხელი ცოტა ხნის წინ მოაწერა, შეფასებები კეთდება საკანონმდებლო ორგანოში.

 „საშიშროება ყოველთვის არსებობს, რომ როდესაც შენ რაღაცას კრძალავ, ის აკრძალული გადავიდეს ჩრდილოვან სექტორში, მაგრამ აკრძალვის მოთხოვნა იყო დაცვა ძირითადად მომხმარებლების და ამ ნაწილში ყველანი შევთანხმდით“, - აცხადებს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულია.

 საპარლამენტო უმცირესობა კი აცხადებს, რომ დამატებითი შეზღუდვები და რეგულაციები ბიზნეს გარემოს გაუარესებას გამოიწვევს.

 „შეიძლება მოიგონ რამდენიმე ასეული ადამიანის გული, ვინც სესხი აიღო, მაგრამ ვეღარ დააბრუნა, მაგრამ ამით ჩაკლავენ ეკონომიკურ განვითარებას, გააუარესებენ საინვესტიციო გარემოს, გააუქმებენ რამდენიმე ასეულ თუ ათასეულ სამუშაო ადგილს, რომელიც ამ სფეროში არის დასაქმებული და ასევე საშუალებას აღარ მისცემენ იმ ადამიანებს, რომლებსაც სჭირდება მოკლევადიანი სესხი და პატიოსნად აბრუნებს შემდეგ ამ სესხს“, - განაცხადა ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა.