სამართალი
მედია დამოუკიდებლობა, პოლიტიკურად მოტივირებული მართლმსაჯულება, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა - HRW-ის ანგარიშში საქართველოც მოხვდა

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი.  საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობაზე Human Rights Watch წერს. ყოველწლიურ ანგარიშში ლაპარაკია “რუსთავი 2”-ის საქმეზე და აქცენტი პროცესებში ხელისუფლების ჩარევაზე კეთდება.

 „საუბარია პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევის პრობლემებზე, რომელიც დღეს კიდევ არსებობს. მედია კუთხით საუბარია “რუსთავი 2”-ის საქმეზე, იმაზე, რომ დღესდღეობით ყველაზე უფრო პოპულარულ ოპოზიციურ ტელევიზიას არ ექმნება საფრთხე, რომელიც ქვეყანაში საფრთხეს უქმნის მედიის პლურალიზმს და თავისუფალ მედიას,“ - განაცხადა Human Rights Watch-ის წარმომადგენელმა გიორგი გოგიამ.