საზოგადოება
საქართველოში შობადობის მატების ტენდენცია შენარჩუნებულია

samshobiaroსაქართველოში შობადობის მაჩვენებელის ზრდის ტენდენცია შენარჩუნებულია. 2010 წლის მანძილზე დაბადებულ ახალშობილთა შორის ვაჟები სჭარბობენ.

დაბადების რეგისტრაციის სტატისტიკურ მონაცემებთან დაკავშირებით, 14 იანვაეს გამართულ პრეს-კონფერენციაზე იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ სამოქალაქო რეესტრის მიერ 2006-2010 წლებში გაწეული მუშაობის სტატისტიკური ანალიზი წარმოადგინა.

ბოლო წლების განმავლობაში სტაბილურად იმატებს დაბადების რეგისტრაციის რიცხვი: 2006 წელს საქართველოში 46 060 დაბადების პირველადი რეგისტრაცია განხორციელდა, 2007 წელს – 48 027, 2008 წელს – 57 263, 2009 წელს - 61 839, ხოლო 2010 წელს 62 726 ახალშობილის დაბადება დარეგისტრირდა.

ცნობისთვის: გასულ წელს დაბადებულთა შორის 52 პროცენტი ვაჟია, ხოლო 48 პროცენტი - გოგონა.

აღნიშნულ პერიოდში ყველაზე მეტი ახალშიბილის დაბადება ოქტომბრის (5728) თვეში დარეგისტრირდა.

საქართველოში სხვაობამ შობადობისა და გარდაცვალების რეგისტრაციას შორის შეადგინა 12 132, რაც იმას ნიშნავს რომ ჩვენში ბუნებრივი მატებაა? ესრე იგი 12-ით მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა.

სამოქალაქო რეესტრმა 2010 წლის განმავლობნაში ახალშობილების პოპულარული სახელებიც გამოიკვლია. კვლების შედეგები ამგვარია: ვაჟების სახელების ათეული: 1. გიორგი (3573), 2. ნიკოლოზი (3523), 3. ლუკა (2387), 4. საბა (2216), 5. დავითი (1433), ალექსანდრე (სანდრო-1283), ანდრეა (853), მათე (563), ირაკლი (ერეკლე - 524), დემეტრე (419).

საქართველოში პირველად სახელ გიორგის თითქმის გაუთანაბრდა სახელი ნიკოლოზი. ამ დრომდე გიორგი პოპულარობის კუთხით ერთმნიშვნელოვნად უსწრებდა ვაჟებს შორის ყველა სხვა დანარჩენ სახელებს.

გოგონების სახელების ათეული ასე გამოიყურება: 1. მარიამი (4708), 2. ნინო (ნინი-2554), 3. ანა (ანნა, ანი, ანანო, ანუკი-2487), 4. ელენე (1603), 5. ლიზი (1546), 6. ბარბარე (1249), 7. თამარი (688), 8. სალომე (542), 9. ნია (522), 10. თეკლა (390).