აქტუალური
“ნაციონალურ მოძრაობას” აუცილებლად ეყოლება ფრაქცია საქართველოს პარლამენტში - ზურაბ მელიქიშვილი

  საქართველო, 16 იანვარი, საქინფორმი. “ნაციონალური მოძრაობის” წევრები ადასტურებენ, რომ პარტიას პარლამენტში ფრაქცია აუცილებლად ექნება.

 „ნაციონალურ მოძრაობას” აუცილებლად ეყოლება ფრაქცია საქართველოს პარლამენტში. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქცია არ იქნება უმცირესობების შემადგენლობაში. “ნაციონალური მოძრაობის” ფრაქციას ექნება ძალზედ ბევრი ინიციატივა, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი მოსახლეობისთვის“, - აცხადებს ზურაბ მელიქიშვილი.

 “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის თქმით, პარტია 20 იანვრის ყრილობისთვის ემზადება. მან ასევე აღნიშნა, რომ “ნაციონალური მოძრაობის” სამოქმედო გეგმაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება იქნება საპარლამენტო საქმიანობა.