აქტუალური
მთავრობის მეთაურმა ისაუბრა კანონის დაცვაზე - გიორგი გახარია

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი. მთავრობის წევრები და თბილისის მერი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მიერ ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას ეთანხმებიან.

 „დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან პერიოდულად ისმის ამ საკითხთან დაკავშირებით წუხილი. ამიტომ პრემიერის დავალება იყო, ჩემი აზრით, დროული და ძალიან მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ საკითხი იქნეს შესწავლილი. თუკი რაიმე კანონსაწინააღმდეგო ქმედებას აქვს ადგილი, ეს აუცილებლად უნდა აღიკვეთოს“, - განაცხადა დავით ნარმანიამ.

 „მთავრობის მეთაურმა ისაუბრა კანონის დაცვაზე. იქ არ ყოფილა საუბარი რაღაც სახის კლუბების მხარდაჭერაზე ან პირიქით. არ ვიცი, ამას რა ინტერპრეტაციები მოჰყვა შემდგომ, იქ იყო კონკრეტული დავალება კონკრეტული უწყებების მიმართ კანონის დაცვისთვის“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ