აქტუალური
პრეზიდენტის სიძეზე შეიარაღებული თავდასხმის შესახებ თვითმხილველები საუბრობენ

  საქართველო, 13 იანვარი, საქინფორმი.პრეზიდენტის სიძეზე – მინდია გოგოჭურზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ერთ–ერთი ვერსიით, მომხდარს წინ უძღვოდა დაპირისპირება გოგოჭურს, მის მეგობარ თათრიშვილსა და რამდენიმე ადამიანს შორის, რის შემდეგაც გოგოჭური მიხეილ თათრიშვილთან ერთად ბალანჩივაძის ქუჩაზე გაემგზავრა, სადაც მათ ესროლეს.

 „სროლა გავიგე დაახლოებით 9 საათზე, ზედიზედ იყო რამოდენიმე გასროლის დმა, სადღესასწაულო ფეიერვერკებს მივამსგავსე და აღმოჩნდა რომ აქ მომხდარა,“-აცხადებს ერთ-ერთი თვითმხილველი.

 გოგოჭურზე მომხდარი თავდასხმის დროს კიდევ რამდენიმე მანქანა დაზიანდა, რომლებიც შემთხვევის ადგილზე იდგნენ.

 „ანაზღაურების თემაზე ვაპირებ საუბარს და იმედია რომ კომპენსაცია იქნება. მე როგორც ვიცი პრეზიდენტის სიძე თავად არის დაზარალებული და შესაბამისად ვინც ესროლა პრეტენზია იმასთან იქნება, ვინც ტყვია მოახვედრა მანქანას“- აცხადებს დაზიანებული მანქანის პატრონი.