აქტუალური
სესხების ლარიზაციის სქემა 17 იანვრიდან ამოქმედდება

  საქართველო, 12 იანვარი, საქინფორმი. სესხების ლარიზაციის ერთჯერადი სქემა, რომელიც საქართველოს მთავრობამ ეროვნულ ბანკთან ერთად შეიმუშავა, 2017 წლის 17 იანვრიდან ამოქმედდება.

  საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ფინანსთა მინისტრს მიმართა, მთავრობის სხდომის შემდეგ აღნიშნული პროცესი და შესაბამისი პროცედურები ძალიან დეტალურად განმარტოს, რათა ყველა შესაძლო შეკითხვა ამოიწუროს.

  "ეს არის ძალიან სწორი პროცესი, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი მოსახლეობის და, ასევე, საფინანსო სექტორის დამოკიდებულების თანდათანობით შემცირებას დოლარზე და ვფიქრობთ, ეს იქნება ძალიან წარმატებული პროექტი“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.