სამართალი
ვანში ძმამ ძმა მშობლების თვალწინ მოკლა

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. შემთხვევა სოფელ ყუმურში მოხდა. ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას სანადირო თოფიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა თავის ძმას, რომელიც შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.

 ბრალდებული სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე, ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.