აქტუალური
უმრავლესობაში მიაჩნიათ, რომ სუს-იდან ე.წ. მოსმენების გასაღების გამოტანა დაუშვებელია

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ე.წ. მოსმენების გასაღების გამოტანა ერთმნიშვნელოვნად დაუშვებელია.

 „ჩვენთვის უმთავრესი პრინციპი არის, რომ მოვახერხოთ და შევინარჩუნოთ ისეთი პროექტი, რომელიც, ერთის მხრივ, მაქსიმალურად დაიცავს ადამიანის უფლებებს, მეორეს მხრივ, მაქსიმალურად უზრუნველყოფს უსაფრთხოება ისეთ რთულ რეგიონში, რომელშიც საქართველო იმყოფება და 21- საუკუნეში, სადაც ტერორიზმი დიდი გამოწვევაა მთელი მსოფლიოსთვის. ვერ მოვისმინე პასუხი, რომელი ქვეყნის გამოცდილება არის ისეთი, სადაც აბსოლუტურად დამოუკიდებელი ორგანო არის, რომელიც უზრუნველყოფს ისეთი სისტემის ფუნქციონირებას, რომელიც ამ ორივე სიკეთეს დაიცავს“, - განაცხადა სოფო კილაძემ.

 “ნაციონალურ მოძრაობაში” კი აცხადებენ, რომ ხელისუფლება ფარულ მიყურადებას და მოსმენებს პოლიტიკური მიზნებისთვის და ოპონენტების დევნისთვის იყენებს.

 „ხელისუფლება ძალიან ჯიუტად, პრაქტიკულად, ყველა ინსტრუმენტის გამოყენებით ცდილობს, თავის სისტემასა და სამსახურში, რომელსაც ულიმიტოდ მოსმენის საშუალება აქვს, ბერკეტები შეინარჩუნოს“, - განაცხადა გიგი წერეთელმა.