აქტუალური
გავლენიანი გამოცემა The Telegraph მკითხველს საქართველოში მოგზაურობას ურჩევს

  საქართველო, 11 იანვარი, საქინფორმი. ბრიტანული გამოცემა The Telegraph მკითხველს ევროპის 21 ქალაქში, მათ შორის თბილისში მოგზაურობას ურჩევს. სტატიის სათაურია „21 ევროპული ქალაქი, სადაც მოგზაურობაზე არასოდეს გიფიქრიათ, მაგრამ ამ ქალაქების მონახულება აშკარად ღირს“.

 სიის სათავეში იტალიური ქალაქი ბერგამოა, თბილისი კი მე-4 პოზიციას იკავებს. საქართველოს დედაქალაქის შესახებ შთაბეჭდილებებს მკითხველს ჟურნალისტი კლარა ალფრი აცნობს, რომელმაც საქართველოში იმოგზაურა: თბილისი არის ქალაქი, სადაც თანამედროვე შენობები და ძველი ტრადიციული აივნიანი სახლები ერთმანეთან კარგად არის შეხამებული. საქართველოს დედაქალაქს ემატება ახალი სასტუმროები და სავაჭრო ცენტრები“.