საზოგადოება
ე.წ. მოსმენების გასაღები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან უნდა გამოვიდეს - არასამთავრობო ორგანიზაციები

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. არასამთავრობო ორგანიზაციები პარლამენტში ე.წ. მოსმენების კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის შემდეგ პოზიციას არ ცვლიან.

 „რეფორმის საჭიროება დადგა იმიტომ, რომ ძალოვანი უწყების ხელშია გასაღები. შესაბამისად, რეფორმა უმთავრესად გულისხმობს იმას, რომ ძალოვანი უწყების ხელში აღარ უნდა იყოს ეს გასაღები“, - აცხადებს ანა ნაცვლიშვილი.

 მიხეილ ბენიძის თქმით, კანონპროექტის მიხედვით, უნდა შეიქმნას სრულიად დამოუკიდებელი ორგანო, რომელსაც საგამოძიებო ინტერესი არ ექნება.

 „ყველაზე ოპტიმალური და სწორი ვარიანტი არის ის, თუკი დამოუკიდებელი სამსახური დაექვემდებარება საქართველოს პარლამენტს“, - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური