პოლიტიკა
ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ - საქართველოს პრემიერი ისრაელის პრეზიდენტს შეხვდა

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა რეუვენ რივლინს ისრაელში განხორციელებული ტერორისტული აქტის გამო მიუსამძიმრა.

 „ეს არის კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტი და საქართველო ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში თქვენ გვერდით დგას. ჩვენ შოკირებული ვართ ამ შემაძრწუნებელი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული აქტით. ტერორისტების მიზანია, შეცვალონ ქვეყნის განვითარების დღის წესრიგი და ჩვენ ამ პროცესში ერთად უნდა ვიდგეთ“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

 "ჩვენ, მომხდარი ტერორისტული აქტის გამო, განვიხილავდით შესაძლებლობას, გადაგვედო საქართველოში ვიზიტი, თუმცა ვთქვით, რომ ტერორისტები ვერ გაგვაჩერებენ. ასე რომ, ბატონო პრემიერმინისტრო, დღეს თქვენთან ყოფნა ჩვენთვის დიდი პატივია“, - განაცხადა რეუვენ რივლინმა.

 მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის საკითხებიც განიხილეს, მათ შორის, ეკონომიკის, კულტურისა და განათლების სფეროებში. პრემიერმა ისრაელის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.