აქტუალური
მჯერა, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია მომავალში - ისრაელის პრეზიდენტი

  საქართველო, 10 იანვარი, საქინფორმი. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გიორგი მარგველაშილის და ისრაელის პრეზიდენტის რეუვენ რივლინის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართა. პრეზიდენტები ერთმანეთს პირისპირ და გაფართოებიული ფორმატით შეხვდნენ.

 „ჩვენ ბევრ რამეს მივაღწიეთ სწორედ ერთობლივი მუშაობის წყალობით, ებრაელებმა და ქართველებმა. მჯერა, რომ ბევრად მეტის მიღწევა შეგვიძლია მომავალში და ეს არის ჩვენი მოვალეობა, ამ მიმართულებით ვიმუშაოთ. გილოცავთ, რომ თქვენ ახალი მთავრობა ჩამოაყალიბეთ. მჯერა, რომ კარგი დროა, კიდევ უფრო დავაახლოვოთ ჩვენი ეკონომიკა“, - განაცხადა რეუვენ რივლინმა.