რედაქტორისგან
არნო ხიდირბეგიშვილი: საქართველოს მთავრობაში გვარების - “პუტინი”, “პუშკინი” წარმოთქმისაც კი ეშინიათ!

   საქართველოში, დორბლიანი ნაძირალასა და ცინგლიანი არამზადა სააკაშვილის ნაცვლად, რომელიც პუტინს პროვინციელი ქუჩის ქალის მსგავსად უცენზურო სიტყვებით ამკობდა, მოვიდნენ მმართველები, რომლებსაც გვარების - “პუტინი”, “პუშკინი” წარმოთქმისაც კი ეშინიათ! თანაც მათთვის რა განსხვავებაა - პუტინი თუ პუშკინი?! ესენი ხომ “აკრძალული რუსები” არიან! საქართველოს დღევანდელ ხელისუფლებას, ისევე, როგორც მის წინამორბედს, აშშ-ის ყოფილი ადმინისტრაციის, სახელმწიფო დეპარტამენტის, ცენტრალური სადაზვერვო სამართველოსა და კონგრესის აგრესიული ძალები აკონტროლებენ, რომლებსაც საქართველოს მთავარი კურატორი, სენატორი მაკკეინი (McCain), ან, უბრალოდ, კაენი აერთიანებს და ხელმძღვანელობს.

ქართველები და სომხები, ქართველები და აზერბაიჯანელები, ქართველები და ებრაელები, ქართველები და უკრაინელები, ქურთები, ასირიელები, ინგუშები და ჩეჩნები: “მოძმე ხალხთა ტრადიციულ მეგობრობას” ეძღვნება კონცერტები და კონფერენციები, უმაღლესი დონის ვიზიტები, ეკლესიებში, მეჩეთებში, სინაგოგებში სტუმრობა და ეროვნულ დღესასწაულებზე სახელმწიფოს პირველ პირთა მილოცვები, რაც ძალიან კარგია. მაგრამ განა ქართველებს და რუსებს არაფერი  აკავშირებს?! თუ კი, მაშინ რატომ გააგრძელა საქართველოს ახალმა ხელისუფლებამ სააკაშვილის ტრადიციები და 2012 წლიდან დღემდე არ ჩაუტარებია არცერთი ღონისძიება, რომელიც მიეძღვნებოდა რუსული და ქართული კულტურების განუწყვეტელ კავშირს, რუსეთ-საქართველოს მრავალსაუკუნოვან მეგობრობას და საბრძოლო ძმობას, კავკასიის ომი იქნებოდა თუ დიდი სამამულო?! ქართველების კიდევ რამდენი თაობა გაიზრდება უმეცრებასა და ტყუილში, როდესაც ორი მართლმადიდებელი ხალხის - სრულიად რუსეთისა და სრულიად საქართველოს -  პატრიარქების კირილისა და ილია მეორის საშობაო ქადაგებებიც კი ერთსა და იმავეს ეხებოდა - პროვოკაციებს კულტურაში და უწესობის პროპაგანდას სოციალურ ქსელებში, ტელევიზიასა და სხვა მედიაში?!

ამის შემდეგ რა გასაკვირია, რომ ბოლო დიდი პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტი პუტინი საქართველოზე მეტად ბურახის შესახებ კითხვით დაინტერესდა, თუმცა პრიორიტეტი ქართველ ტელეჟურნალისტს მაინც მიანიჭა, რომელმაც სულელური შეკითხვა დაუსვა... 2012 წლიდან მოყოლებული, საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ, რუსეთის პრეზიდენტმა მრავალგზის და ღიად გამოთქვა საქართველოს ახალ ხელმძღვანელობასთან დიალოგისთვის მზადყოფნა და ამიერიდან ამის გამეორებას მეტს არ აპირებს - პუტინი დაიღალა და მას ეს უკვე აღარ აინტერესებს...

სამაგიეროდ, 31 დეკემბერს, ახალი წლის დამდეგს, თბილისში პატივით დახვდნენ მაკკეინ-კაენს, რომელმაც საახალწლო სადღეგრძელოში პუტინს ნაძირალა და არამზადა უწოდა. ერთი კვირის შემდეგ კი, 7 იანვარს, ქრისტეშობის ბრწყინვალე მართლმადიდებლურ დღესასწაულზე, დონალდ ტრამპმა ტვიტერზე დაწერა: “მხოლოდ ბრიყვებს და სულელებს მიაჩნიათ, რომ რუსეთთან მეგობრობა ცუდია!”. ეს ნიშნავს, რომ აშშ-ის ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ საქართველოს მთავრობიდან ძალიან ბევრი ბრიყვი და სულელი წავა.

მაგრამ “ამერიკელი ქართველი” მაკკეინი თბილისში სასწრაფოდ იმისთვის არ ჩამოფრენილა, რომ მისი რჩეული სააკაშვილის მსგავსად აქედან პუტინისთვის ეყეფა. “ჩვენ ვხედავთ გარკვეულ სიგნალებს ცალკეული მმართველი სტრუქტურების მხრიდან საქართველოში” - აღნიშნა პუტინმა ზემოხსენებულ პრესკონფერენციაზე 23 დეკემბერს. მაგრამ ეს ვაშინგტონშიც დაინახეს, სადაც ასევე შეამჩნიეს რამდენიმე ქართველი მინისტრი და სხვადასხვა სტრუქტურის ხელმძღვანელი, რომლებსაც ერთხელაც არ გაუკეთებიათ ისტერიულად უპასუხისმგებლო პოლიტიკური განცხადებები “საშიში რუსი ოკუპანტების” შესახებ და პიარის გარეშე კეთილსინდისიერად ასრულებენ თავიანთ მოვალეობებს. ამიტომ, რათა არ დაეშვათ საქართველოს რუსეთთან დაახლოება ამ უკანასკნელის მისამართით ტრამპის მეგობრული განცხადებების შუქზე, გადაწყდა საქმეში გამობრძმედილი “ნაცმოძრაობის” რებრენდინგი და “ქართული ოცნების” გამაგრება „ნაციონალების“ გამოცდილი კადრებით. მაკკეინი-კაენი ჩამოფრინდა, რათა ოფიციალური თბილისისთვის თბილისის ყოფილი (და მომავალი!) მერის უგულავას,  შს ყოფილი „ლეგენდარული“ მინისტრის მერაბიშვილის და ყველა დანარჩენი “პოლიტპატიმრის” ციხიდან სასწრაფოდ გათავისუფლება მოეთხოვა. და მას, როგორც ყოველთვის, უარი არ უთხრეს...

„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2017 წლის 10 იანვარი