უცხოეთი
სახელმწიფო დუმაში კომენტარი გაუკეთეს აშშ–ის ტანკების ჩასვლას ევროკავშირში

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. გერმანიაში ჩავიდა აშშ-ის ასობით ტანკი და სხვა სამხედრო ტექნიკა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს წარმომადგენლობის გაზრდის გეგმასთან დაკავშირებით უნდა განთავსდეს.

 როგორც ცნობილია, მომავალი თვიდან ამერიკელების სამხედრო შენაერთები და სამხედრო ტექნიკა განთავსდება ნატო-ს წევრ ქვეყნებში, პოლონეთში, რუმინეთში, ბულგარეთსა და ბალტიისპირეთის სახელმწიფოებში.

 სამხედრო ტექნიკის აღმოსავლეთ ევროპაში გაგზავნის მიზანია, შეერთებული შტატების მოკავშირეების დარწმუნება, რომ მათ მხარში უდგანან რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიისა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტების მხარდაჭერის ფონზე.

 რუსეთი გმობს ნატო-ს სამხედრო წარმომადგენლობის გაზრდას, როგორც დასავლეთის "აგრესიულ" გააქტიურებას აღმოსავლეთ ევროპაში. ნატო კი აცხადებს, რომ მისი ნაბიჯები მხოლოდ თავდაცვას ემსახურება.

 „ეს აშშ–ის ადმინისტრაციისა და წამსვლელი პრეზიდენტი ბარაქ ობამას საახალწლო საჩუქარია. ეს ის ადმინისტრაციაა, რომელიც მიჩვეულია იარაღის ჟღარუნს“, – განაცხადა სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, რუსეთის გმირმა ანდრეი კასოვმა.