პოლიტიკა
თუ პარტიიდან წავლენ, საპარლამენტო მანდატებიც უნდა დატოვონ - მელია

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ნი მელია თვლის, რომ თუ პარტიის წევრების ნაწილი გუნდს დატოვებს, მათ საპარლამენტო მანდატებზეც უარი უნდა თქვან.

 „მე მიმაჩნია აბსოლუტურად მიუღებლად, როდესაც შენ 500 ათასი ამომრჩევლის სახელით შეხვედი პარლამენტში და ხვალ და ზეგ დააპირებ გასვლას, სხვა პარტიის სახელით წარმოდგები პარლამენტში. მე თუ ასე მოვიქცეოდი, აუცილებლად დავტოვებდი საპარლამენტო მანდატს, ვინაიდან "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებით მოვხვდით ჩვენ იქ", - განაცხადა მელიამ "ქრონიკის" ეთერში.