აქტუალური
ირაკლი ყიფიანი: რეფორმა ავტომობილების აქციზზე ყოვლად გაუმართლებელია!

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი ყიფიანმა ფინანსთა სამინისტროს იმ რეგულაციასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის მიხედვითაც ავტომობილების მფლობელებს გადასახადი უწესდებათ, თუ მათი ოჯახის შემოსავალი 40 000 ლარს აღემატება.

 „ამ რეფორმის მიღება გაუმართლებელია. ბიუჯეტშიც ვერ შევა მნიშვნელოვანი თანხები და ადამიანებს ცხოვრებას კიდევ უფრო გაურთულებს. პირიქით, აქცენტი ნაკლებ გადასახადებზე და ნაკლებ სტრესზე უნდა გააკეთონ. თან გასათვალისწინებელია ისიც, რომ გაუმართლებლად ბევრი რეფორმა ტარდება: აქციზის გადასახადების ზრდა, ფასების მატება საწვავზე და .. რას აკეთებს ხელისუფლება, მართლა გაუგებარია“, - განაცხადა ირაკლი ყიფიანმა.

 შეგახსენებთ, ფინანსთა სამინისტროს რეგულაციის თანახმად, ფიზიკური პირი ავტომობილის ღირებულების 0.2%-დან 0.5%-მდე გადაიხდის, თუ მისი ოჯახის წლიური შემოსავალი 40 000 ლარიდან 100 000 ლარამდეა, ხოლო თუ ოჯახის შემოსავალი 100 000 ლარს აღემატება, გადასახადი 0.8%-დან 1%-მდე იქნება.

 საგადასახადო კოდექსში შეტანილი ცვლილება ახალი წლიდან უკვე ამოქმედდა. ფიზიკურმა პირებმა ქონების დეკლარაციები 2017 წლის 1 ნოემბრამდე უნდა შეავსონ. გადასახადის გადახდა კი 15 ნოემბრამდე მოუწევთ.