აქტუალური
მგზავრთა ნაკადის ზრდა თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში

  საქართველო, 9 იანვარი, საქინფორმი. 2016 წელს “ტავ ჯორჯიას” მიერ ოპერირებად თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებში მგზავრთა ნაკადის რეკორდული ზრდა დაფიქსირდა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადი წინა წელთან შედარებით 22%-ით გაიზარდა და რეკორდული მაჩვენებელი - 2.252.642 შეადგინა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთა ნაკადმა 312.327 შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 38 %-ით მეტია.