სამართალი
მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსმა ნინო სულხანიშვილმა თანამდებობა დატოვა

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. მერიის ეკოლოგიისა და გამწვანების სამსახურის უფროსის ნინო სულხანიშვილის განცხადებით, ის თანამდებობიდან ოჯახური მიზეზით წავიდა.

 შეგახსენებთ, რომ სულხანიშვილის სახელი ყაზბეგის გამზირის №22-ში მიმდინარე მშენებლობისას ხეები მოჭრის სკანდალს დაუკავშირდა - საკრებულოს ოპოზიციამ მაშინ მისი გადადგომა მოითხოვა, თუმცა მერიაში აცხადებენ, რომ მისი გადადგომა არ იგეგმებოდა. სულხანიშვილი ერთი თვის წინ შვებულებაში გავიდა და სამსახურში აღარ დაბრუნებულა.

 „ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე რთული იყო ჩემთვის. დაახლოებით 2 კვირა შვებულებაში ვიყავი. შემოთავაზებები მაქვს ბევრი, როგორც კერძო, ისე სახელმწიფო სექტორიდან“, - განაცხადა ნინო სულხანიშვილმა.