აქტუალური
არ შეიძლება, მესამე სართულის პერიმეტრით მართავდე ტელევიზიას - ნინო ზაუტაშვილი

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატმა ნინო ზაუტაშვილმა ტელევიზიის მენეჯმენტი გააკრიტიკა.

 „არ შეიძლება, მესამე სართულის პერიმეტრით მართავდე ტელევიზიას. შენ უნდა იცოდე, რამდენი აქვს ხელფასი დეიდა ნათელას, რომელიც უზარმაზარ სტუდიას ალაგებს. არცერთმა მენეჯერმა ეს არ იცის. 25-ში უცებ ვიღაცას გაახსენდა, რომ 60 წელი გვისრულდება და უცებ გადაწყვიტეს რაღაცის გაკეთება. მე ეს ახლა რომ არ ვთქვა, ვაწყენინებ ძალიან ბევრ ჩემს მეგობარს, რომელმაც ტყვიების ზუზუნში გაატარა აქ ძალიან ბევრი წელი. ის ადამიანები საერთოდ არავის უხსენებია 30 დეკემბრის გადაცემაში. მე ახლა პირდაპირ ეთერში ვეუბნები ჩემს კოლეგებს და, პირველ რიგში, მივმართავ მენეჯმენტს, რომ ეს იყო სამარცხვინო, რაც მოხდა 30 დეკემბერს საზოგადოებრივ მაუწყებელზე“, - განაცხადა ნინო ზაუტაშვილმა.