აქტუალური
სასამართლომ ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში ბრალდებული ზ.მარქარიანი დამნაშავედ ცნო

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლომ წარსულში განზრახ მკვლელობისთვის ნასამართლევი ზურაბ მარქარიანი ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებულ მუქარაში დამნაშავედ ცნო.   

 2014 წლის 21 ოქტომბერს ქ.თბილისში, დაისის ქუჩაზე ზურაბ  მარქარიანი თავის მეუღლეს დიანა მოსიაშვილს მისსავე საცხოვრებელ ბინაში სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა.

 აღსანიშნავია, რომ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმის განხილვა ზურაბ მარქარიანის დაუსწრებლად მოხდა, ვინაიდან იგი არ ცხადდებოდა სასამართლო პროცესზე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა და მის მიმართ ძებნა გამოცხადდება.