აქტუალური
ტურისტების გაზრდილი რაოდენობა მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია - კახა კუჭავა

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი. დეპუტატი კახა კუჭავა საქართველოში ტურისტების გაზრდილ მაჩვენებელს მნიშვნელოვნად მიიჩნევს და აცხადებს, რომ ეს ტურიზმის სააგენტოს და მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგია.

 „ძალიან სასიამოვნო იყო ამ ციფრების მოსმენა. ეს მიუთითებს იმაზე, რომ მთავრობამ ძალიან სწორი ნაბიჯები გადადგა 2015-2016 წლებში, რაც ტურიზმის მაჩვენებელზე დადებითად მოქმედებს. პოლიტიკა, რომელიც აირჩია ტურიზმის დეპარტამენტმა, ამართლებს, რაც იმედს იძლევა, რომ 2017 წელი კიდევ უფრო დატვირთული იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ ის პროგრამა, რომელიც ტურიზმის დეპარტამენტს 2017 წლისთვის გააჩნია, აუცილებლად გაზრდის ტურისტების რიცხვს“, - განაცხადა კახა კუჭავამ.

 ტურიზმის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 2016 წელს საქართველოს 6 350 825 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წელთან შედარებით 7.6%-ით მეტია.