საზოგადოება
სანტა კლაუსი თოვლის ბაბუის წინააღმდეგ – ირმა ინაშვილი შს სამინისტროს მიმართავს

  საქართველო, 6 იანვარი, საქინფორმი.

 “New Studio სარეკლამო კლიპებს ამზადებს. მის დამკვეთთა შორის არა მარტო კერძო ბიზნესი, არამედ სახელმწიფო სტრუქტურებიცაა. კლიპი ე.წ. ბოროტ თოვლის ბაბუაზე, რომელიც კეთილ სანტას ფიზიკურად უსწორდება, შეურაცხყოფას აყენებს არა მარტო ჩვენს ეროვნულ ტრადიციებს, არამედ მავნე ზემოქმედებას ახდენს ადამიანთა (ბავშვების) ცნობიერებაზე და ღია პროპაგანდას უწევს ძალადობას. მიზანმიმართულად აღვივებს ნეგატიურ განწყობას ჩვენი ეროვნული პერსონაჟის - თოვლის ბაბუის მიმართ.

 მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს, სასწრაფოდ მოახდინოს რეაგირება და ხსენებული კლიპი მოხსნას ინტერნეტსივრციდან. იმოქმედონ კანონის შესაბამისად.

 მივმართავ სახელმწიფო სტრუქტურებს - შეუწყვიტონ ყოველგვარი დაფინანსება New Studio-ს!”-  წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე პარლამენტის ვიცე სპიკერი ირმა ინაშვილი.