აქტუალური
აფბა: ესტონური მოდელი საქართველოშიც კარგად იმუშავებს

  საქართველო, 5 იანვარი, საქინფორმი.  რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიების მოგების გადასახადისგან გათავისუფლება ბიზნესსაქმიანობას მნიშვნელოვნად წაახალისებს, მიაჩნია ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსს ანდრია გვიდიანს.

 „ბიზნესი ფინანსური რესურსების უფრო კარგი განმკარგავია, ვიდრე სახელმწიფო და ამიტომ სრულიად მისაღებია ის პრინციპიც, რაც ესტონურ მოდელს უდევს საფუძვლად“, - განაცხადა გვიდიანმა.

 საგადასახადო სისტემაში ესტონური მოდელის დანერგვა, რაც მოგების რეინვესტირების შემთხვევაში კომპანიების მოგების გადასახადისგან გათავისუფლებას გულისხმობს, 2017 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა.