საზოგადოება
ექსპერტები გაზაფხულისთვის საწვავზე ფასის ზრდას პროგნოზირებენ

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საგადასახადო კოდექსში შესული ცვლილებებით, ერთ კოლოფ თამბაქოზე აქციზის გადასახადი 60 თეთრით გაიზრდება, ერთ ტონა ბენზინზე კი -  250 ლარიდან 500 ლარამდე.

 ფინანსთა სამინისტროში ვარაუდობენ, რომ აქციზის ზრდა მხოლოდ თამბაქოს ნაწილში წელს დამატებით 200 მილიონ ლარამდე შემოსავალს მოიტანს. ექსპერტების აზრით, სავარაუდოდ გაზაფხულისთვის ფასის ზრდა მოხდება როგორც ბენზინზე, ასევე დიზელზე და საშუალოდ ეს იქნება 20-დან 25 თეთრამდე.

 მარცხენასაჭიან ავტომობილზე აქციზის ფასი უკვე გასამმაგდა, რაც ექსპერტთა გათვლით, ქვეყანაში ტრანსპორტზე ფასების ზრდას გამოიწვევს.

 "ადამიანებს გაუძვირდათ ცხოვრება, რადგან გადაადგილების საშუალება არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანის არსებობისთვის“, - აცხადებს ტრანსპორტის საკითხებზე მომუშავე პლატფორმა “ჰაბ ჯორჯიას” აღმასრულებელი დირექტორი ვასო ურუშაძე