აქტუალური
ეკა ბესელია: გადაწყვეტილება კონკრეტულ საკითხებზე კომისიის მუშაობისას იქნება მიღებული

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს. 

 „ჩვენ შევთანხმდით, რომ იქნება მაქსიმალური ჩართულობა, გახსნილობა და მათ შორის სხვა პირებსაც შეეძლებათ წინადადებების მიწოდება. არ არის შემოსაზღვრული კონკრეტულ საკითხთა წრე, რომ ამ თავებს შევეხებით და სხვას არაფერს. ყველა თავზე იმუშავებს სამუშაო ჯგუფი, პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, მართლმსაჯულების, ადამიანის უფლებების. საპარლამენტო მოდელის განმტკიცებისთვის რაც იქნება ყველაზე უკეთესი და საუკეთესო მოდელი, რაც აპრობირებულია თანამედროვე ევროპულ ქვეყნებში, რა თქმა უნდა, უკეთესია ამ გზით ვიაროთ“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

 მმართველი გუნდის კიდევ ერთი ლიდერი მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ კომისიის მუშაობისას უნდა იქნეს მიღებული კონსტიტუცია, რომელიც ყოველ წელს გადასინჯვას არ დაექვემდებარება.