აქტუალური
საკონსტიტუციო კომისია ორ კვირაში საკანონმდებლო წინადადებებზე მუშაობას დაიწყებს

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი.  ერთ-ერთი პირველი, რისი გადახედვაც ახალ კომისიას მოუწევს, საარჩევნო სისტემის მუხლებია. მესამე სექტორის წარმომადგენლები მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას პრიორიტეტულ საკითხად ასახელებენ. ექვსივე ოპოზიციური პარტია, რომელიც კომისიაში მოხვდა, ასევე მაჟორიტარული სისტემის გაუქმების საკითხს დააყენებს.

 საკონსტიტუციო კომისიის მეორე სხდომას, რომელიც იანვრის შუა რიცხვებში გაიმართება, ჯგუფში შემავალი 6 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, მიწვეული ექსპერტები და 7 პოლიტიკური პარტიის წევრები დაესწრებიან. მათ შორის საპარლამენტო და ის არასაპარლამენტო ოპოზიცია, რომელმაც ბოლო არჩევნებზე 3%-იანი ბარიერი გადალახა.

 ბოიკოტის შესახებ გადაწყვეტილებას არ ცვლის პრეზიდენტი. არცერთი მისი წარმომადგენელი კონსტიტუციის რეფორმირებაში მონაწილეობას არ მიიღებს.

 კომისიას მთავარ საკანონმდებლო დოკუმენტში შესატანი ცვლილებების ვადა პირველ ეტაპზე აპრილამდე განესაზღვრა.