აქტუალური
საქართველო ნატოს სამიტზე მიწვეული არ არის - ლევან იზორია

  საქართველო, 4 იანვარი, საქინფორმი. საქართველო ბრიუსელში დაგეგმილი ნატოს სამიტის მუშაობაში მონაწილეობას არ მიიღებს. თავდაცვის მინისტრმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უმაღლესი დონის შეხვედრა საქართველოს თავდაცვის უწყების ხელმძღვანელის გარეშე ჩაივლის.

 „ჩვენ ვგეგმავთ თებერვალში ნატო-საქართველოს კომისიის ჩატარებას. ეს შეხვედრა შედგება. იქნება ამ საკითხზე მსჯელობა, რაც შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს უკავშირდება. ასე რომ, ყველაფერი თანმიმდევრულად ხდება და მინდა ხაზგასმით ვთქვა, ჩვენს პარტნიორებთან შეთანხმებით ხდება. ეს ხომ არ შეიძლება იყოს მხოლოდ ცალმხრივი სურვილი და ახირება, არამედ უნდა იყოს დაგეგმილი, თანმიმდევრულად შეჯერებული და ყველა ამ ეტაპის გავლის შემდეგ, მოხდება სერიოზულად საკითხების დასმა და განხილვა,“ - განაცხადა ლევან იზორიამ.