უცხოეთი
თურქეთმა და რუსეთმა ჩრდილოეთ სირიაში „ისლამური სახელმწიფოს“ პოზიციები დაბომბეს

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. რუსულმა და თურქულმა ავიაგამანადგურებლებმა ჩრდილოეთ სირიაში ისლამური სახელმწიფოს პოზიციები დაბომბეს. ავიადარტყმების შდეგად ალ-ბაბში 22 ისლამისტი დაიღუპა. განადგურებულია რამდენიმე სტრატეგიული ობიექტი. მასშტაბური სამხედრო ოპერაცია „ევფრატის ფარი“ თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში გასული წლის აგვისტოში დაიწყო.