სამართალი
შსს-მ ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს დამნაშავეთა სამყაროს წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით .. თბილისში დააკავეს.

 ბრალდებულს სისტემატური ურთიერთობა ჰქონდა ე.წ. ქურდული სამყაროს წევრებთან და ე.წ. ქურდული სამყაროსათვის სარგებლის მიღების მიზნით აქტიურად ეხმარებოდა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ „კანონიერ ქურდს“ - .-ს ე.წ. ,,ქურდული საერთოს“ შეგროვების ორგანიზებაში. მისივე მითითებით, დაკავებული სისტემატურად აგროვებდა და ინახავდა ე.წ. ,,ქურდული საერთოსთვის“ განკუთვნილ ფულს.

 სამართალდამცველებმა დაკავებულის საცხოვრებელი ბინების ჩხრეკისას 30700 აშშ დოლარი, 1000 ლარი, ე.წ. „ქურდული საერთოს სიები” და ძვირად ღირებული ავტომანქანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.