აქტუალური
23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა მომზადების ბოლო ფაზა დასრულდა

  საქართველო, 3 იანვარი, საქინფორმი. საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ქვეითი ბატალიონი ავღანეთში გადასროლისწინა სწავლების დასკვნით ფაზაზე გადავიდა. „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიისთვის მზადების ფარგლებში ქვედანაყოფმა ჩხრეკა-კორდონის ოპერაცია ასეულის შემადგენლობით განახორციელა. სწავლებისას გამოყენებული იყო ამერიკული სპეციალური დანიშნულების მანქანები და სხვადასხვა ტიპის შეიარაღება. საველე სწავლების დროს  ადგილობრივ მოსახლეობასთან ურთიერთობის, სამედიცინო ევაკუაციის, კონტაქტზე რეაგირებისა და სხვა სამხედრო ტიპის ამოცანები შესრულდა. სწავლებაში 150-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის, ამერიკელი საზღვაო ქვეითები.

 23-ე ბატალიონის ავღანეთში გადასროლისწინა სწავლება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნებისა და შეფასების ცენტრში (JTEC) ტარდება. ოთხთვიანი სწავლება იანვარში დასრულდება, რის შემდეგაც სამხედროები გერმანიაში გაივლიან შემოწმებას და შემდეგ ავღანეთში სამშვიდობო მისიის შესრულებას შეუდგებიან.