საზოგადოება
საქართველო გაეროს ფონდის მეშვეობით სირიას 100 ათასი დოლარით დაეხმარება

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი და მთავრობა მყისიერად გამოეხმაურნენ სირიის ჰუმანიტარულ კრიზისს, პრემიერმა გამოთქვა მზაობა, დავეხმაროთ იმ ბავშვებს, რომლებიც განსაკუთრებულად მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ.

 "გვქონდა აქტიური კონსულტაციები გაეროსთან,  ყველა გზა გამოვიკვლიეთ, თუ როგორ შეიძლებოდა ჰუმანიტარული დახმარების გაწევა. საბოლოო ჯამში შეთანხმდა, რომ ჩვენ გავუწევთ ფინანსურ დახმარებას 100 ათასი დოლარის ფარგლებში, გაეროს სპეციალიზებული ფონდის მეშვეობით. მთავრობის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ დახმარებას განახორციელებს", - აღნიშნა ჯანელიძემ.