აქტუალური
ექიმები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს გერმანიაში მკურნალობის გაგრძელებას ურჩევენ

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი. პატრიარქის ექიმის ცისანა შარტავას განცხადებით, ექიმები ილია მეორეს გერმანიაში გადაყვანას ურჩევენ, თუმცა უწმინდესი არ თანხმდება.

 „ექიმების კონსილიუმი ჩატარდა და გამოითქვა მოსაზრება, რომ უწმინდესი გერმანიაში გადაეყვანათ, სადაც სპეციალისტების დაკვირვების ქვეშ იქნებოდა.

 უწმინდესს ნაღვლის ბუშტის კენჭოვანი დაავადება აქვს. ინფექციის დროს ნაღვლის ბუშტის ანთება დაიწყო და ეს უნდა ჩავაქროთ, რომ საოპერაციო არ გახდეს. მაგრამ თუ ანთებითი პროცესი არ ჩაქრა, შეიძლება დადგეს ოპერაციული ჩარევის საკითხი. ამიტომ ექიმები ფრთხილობენ და წარმოიშვა აზრი, რომ გერმანიაში გადაეყვანათ. პატრიარქი უარს ამბობს და ექიმებს არ თანხმდება. თავად უწმინდესი ყოველდღე უკეთესად გრძნობს თავს. სავარაუდო გართულებები ყოველთვის არის, როდესაც რაიმე ინფექციაა, შესაძლოა გამოჩნდეს ასეთი პრობლემა, რომელსაც დროზე უნდა მოვუაროთ. ამაზეა მუდმივად საუბარი და მსჯელობა. უწმინდესისთვის უმჯობესია, დაკვირვების ქვეშ იყოს გერმანიაში“, - განაცხადა ცისანა შარტავამ.