საზოგადოება
კიდევ ერთი წლით მივუახლოვდით! - “საქინფორმი” მკითხველს დამდეგ ახალ წელს ულოცავს

  საქართველო, 30 დეკემბერი, საქინფორმი.

 ძვირფასო მკითხველო!

 ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტო “საქინფორმი” დამდეგ ახალ წელს გილოცავთ და ყველა სიკეთეს გისურვებთ!

 ჩვენ კიდევ ერთი წლით მივუახლოვდით იმ დღეს, როდესაც მოძმე რუსი და ქართველი ხალხები ძველ მეგობრობას აღადგენენ! საქართველო და ქართველები კი რუსეთში უწინდებურად უყვართ - ამას ათასობით კომენტარი და პუბლიკაცია მოწმობს, სოციალურ ქსელებში რომ მოჰყვა “საქინფორმის” და მისი მთავარი რედაქტორის სამძიმარს 25 დეკემბრის ტრაგედიის გამო, რომელმაც დედამიწის ყველა წესიერ ადამიანს ეს დღესასწაული ჩაუშხამა. როგორც საქართველოში ამბობენ, თავისთვის ღმერთსაც კარგი უნდაო, თუმცა ტუ-154-ის ავიაკატასტროფაში დაღუპულთა ნათესავებისა და ახლობლებისთვის ეს დიდი ვერაფერი ნუგეშია...

 მაგრამ ცხოვრება გრძელდება და წასულების საუკეთესო სახსოვარი ცოცხლების მიერ მათი კეთილი საქმეების გაგრძელება იქნება!

 კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს, უფალი გფარავდეთ!

 “საქინფორმი” მუშაობას 2017 წლის 3 იანვარს, სამშაბათს განაგრძობს.