საზოგადოება
სადღესასწაულო დღეებში მეტრო, რიყე-ნარიყალასა და კუს ტბის საბაგიროები უფასოდ, გახანგრძლივებული გრაფიკით იმუშავებს – დავით ნარმანია

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ თბილისის მერმა დავით ნარმანიამ მერიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 ნარმანიას თქმით, 2016 წლის 31 დეკემბრის 00:00 საათიდან 2017 წლის პირველი იანვრის 04:00 საათამდე, ასევე 6 იანვრის 00:00 საათიდან 7 იანვრის 04:00 საათამდე მეტროთი მგზავრობა უფასო იქნება.

 უფასო იქნება 31 დეკემბრის 23:00 საათიდან 2017 წლის 1 იანვრის 03:00 საათამდე რიყე-ნარიყალას და ჭავჭავაძის გამზირი - კუს ტბის საბაგიროები.

 დავით ნარმანიას განცხადებით, საახალწლო ღონისძიებები იქნება საკმაოდ დატვირთული, 2017 წლის გალა კონცერტი კი ვარდების მოედანზე გაიმართება.

 თბილისის მერმა მოსახლეობას დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.