აქტუალური
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილედ გიორგი პატარიძე დაინიშნა

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს ახალი მოადგილე ჰყავს. პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანების საფუძველზე ამ თანამდებობაზე გიორგი პატარიძე დაინიშნა. ბრძანება მთავრობის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

 გიორგი პატარიძე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში მუშაობდა. სხვადასხვა დროს იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს რეგიონული ზედამხედველობის სამსახურის მრჩეველი, სამინისტროს სსიპ “საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” თავმჯდომარე, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი.

 გიორგი პატარიძემ ამ თანამდებობაზე ალეკო ტაბატაძე შეცვალა, რომელიც სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურის უფროსის მოადგილედ დაინიშნა.