აქტუალური
მედიაჰოლდინგი "იმედი": მოლაპარაკება "მაესტროს" საკონტროლო პაკეტის შეძენაზე დასრულდა, GDS-ის ნაწილის შეძენაზე მოლაპარაკება დასასრულს უახლოვდება

  საქართველო, 29 დეკემბერი, საქინფორმი. ამის შესახებ მედიაჰოლდინგ "იმედის" განცხადებაშია აღნიშნული.

 „2017 წლის იანვრიდან ტელეკომპანია "მაესტრო" გახდება ჰოლდინგიმედისშემადგენელი ნაწილი.

 დასასრულს უახლოვდება მოლაპარაკებები ტელეკომპანია GDS-ის ნაწილის შეძენასთან დაკავშირებითუნდა აღვნიშნოთ, რომ ეს გარიგება არ ეხება Georgian Dream Studio-, რომელიც დარჩება მისი დღევანდელი მფლობელის საკუთრებაში.

 იურიდიული და ფინანსური პროცედურების დასრულების შემდეგ მედიაჰოლდინგიიმედიტელემაყურებელს შესთავაზებს  განახლებულ, უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილ სატელევიზიო არხებს, რომლებიც უპასუხებენ მაყურებელთა ფართო სპექტრის მოთხოვნებს.

 ვსარგებლოთ შესაძლებლობით და გილოცავთ დამდეგ 2017 წელს, რომელიც აუცილებლად იქნება განახლების, წარმატებისა და პოზიტიური ცვლილებების მომტანი ჩვენი საზოგადოებისთვის. გმადლობთ ერთგულებისთვის, აქ იმედია. ინა გუდავაძე", - ნათქვამია, კერძოდ, განცხადებაში.