აქტუალური
რუსმა სამხედროებმა ალეპოში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. რუსმა სამხედროებმა სირიაში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. როგორც რუსული მედია იტყობინება სამარხში, რომელიც ქალაქ ალეპოში იპოვნეს, ათობით ნაწამები ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. მათ უმრავლესობას ტყვია თავში აქვს ნასროლი.

 რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ უახლოეს მომავალში ჩატარდება გამოძიება, რომელიც დამნაშავეებს გამოავლენს. რუსი სამხედროები ამტკიცებენ, რომ მასობრივი მკვლელობა ქალაქის დატოვებამდე სირიელმა მეამბოხეებმა ჩაიდინეს.

 ამასთან, როგორც სირიული სააგენტო "სანა" იტყობინება, სამარხში იპოვნეს 21 ცხედარი, მათ შორის ხუთი ქალი და ხუთი ბავშვია. მოკლული ადამიანები აღმოაჩინეს მეამბოხეების მიერ კონტროლირებად ციხეში. სირიელი უფლებადამცველები კი ამტკიცებენ, რომ მოქალაქეთა ცხედრები ალეპოს ქუჩებში იპოვნეს, თუმცა მათი სიკვდილის მიზეზი უცნობია.