სამძიმარი
საზოგადოება
სამძიმარი

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭო ღრმა თანაგრძნობას უცხადებს ოჯახებსა და  მსოფლიოში ყველა მხარდამჭერს ყოველი ჩვენგანისათვის უმძიმესი ტრაგედიის - ა. ალექსანდროვის სახელობის სიმღერისა და ცეკვის ორგზის წითელი დროშის ორდენოსანი აკადემიური ანსამბლის წევრების, თვითმფრინავის ეკიპაჟისა და რუსეთის ტელევიზიის არხების ჟურნალისტთა დაღუპვის გამო.

 მწარეა იმის გაცნობიერება, რომ დაღუპულთა ოჯახებში წინასაახალწლოდ უსაზღვრო მწუხარებამ დაისადგურა. არ არსებობს სიტყვები, რომლებსაც ამ დანაკარგით გამოწვეული ელდისა და ტკივილის შემსუბუქება შეუძლია.

 ჩვენ არ დაგივიწყებთ, ბიჭებო, თქვენ სამუდამოდ დარჩებით ჩვენს მადლიერ მეხსიერებაში...