საზოგადოება
სრულიად საქართველოს სლავები გაერთიანდნენ

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საზოგადოებრივი ორგანიზაცია “რუსული კლუბის” ოფისში გაიმართა თანამშრომლობის მემორანდუმის კოლექტიური ხელმოწერა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს საქართველოს ეთნიკურად სლავური სათვისტომოების ყველა ტრადიციული საზოგადოებრივი ორგანიზაციის ხელმძღვანელებმა:

 ნიკოლაი სვენტიცკი, საქართველოს რუს თანამემამულეთა ორგანიზაციების საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე, არასამთავრობო ორგანიზაცია “რუსული კლუბის” თავმჯდომარე (მემორანდუმის ხელმოწერის ინიციატორი და ორგანიზატორი)

 რაინა ბელევა, საქართველოს ბულგარელთა კავშირ "ვზრაჟდანეს" თავმჯდომარე

 მარია ფილინა, საქართველოს პოლონელთა კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ “პოლონიას” თავმჯდომარე

 ალექსეი ბახოლდინი, საქართველოში ბელორუს თანამემამულეთა საერთაშორისო კავშირ “სიაბრის” თავმჯდომარე

 ბორის სინიუკი, საქართველოს უკრაინელთა სათვისტომოს საერთაშორისო სამეცნიერო-საგანმანათლებლო კულტურულ-საქველმოქმედო კავშირ “დნეპრის” პრეზიდენტი

 ალექსანდრ ბეჟენცევი, საქართველოს რუსი ახალგაზრდობის კავშირის თავმჯდომარე

 დიმიტრი ბრეგვაძე, თანამემამულეთა სამართლებრივი მხარდაჭერის ცენტრის დირექტორის მოადგილე

 მიხაილ თათევოსოვი, რუსეთის მეგობართა საერთაშორისო კავშირის თავმჯდომარე.

 მემორანდუმის ხელმოწერა მოწოდებულია, სამხრეთ კავკასიაში სლავური კულტურის ფენის შენარჩუნების წლობით დაგროვილი გამოცდილების კონსოლიდირება მოახდინოს და გააერთიანოს ძალისხმევა ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების მონაწილეობისთვის სახალხო დიპლომატიის ღონისძიებებში რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად.

 შეხვედრის მონაწილეებმა ერთსულოვნად დაგმეს ზოგიერთი ნაჩქარევად შექმნილი ფსევდოორგანიზაციის მცდელობები - ყოველგვარი მანდატის გარეშე მიითვისონ საქართველოს სლავური სათვისტომოების სახელით დეკლარაციების უფლება.