სამართალი
საქართველოს პრეზიდენტმა 175 პატიმარი შეიწყალა

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. საქართველოს პრეზიდენტმა საახალწლოდ 175 პატიმარი შეიწყალა. ამის შესახებ განცხადება შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელმა ზვიად ქორიძემ გააკეთა.

 შეწყალების შედეგად  სასჯელაღსრულების დაწესებულებები 122 მსჯავრდებულმა გუშინ დატოვა, დანარჩენებს კი სასჯელი შეუმცირდათ.

 შეწყალებულთა შორის 14 ქალია, მათგან 12 საპატიმრო დაწესებულებას დატოვებს.

 სულ შეწყალების კომისიამ 1 142 საქმე განიხილა.