აქტუალური
რუსეთში საქართველოდან მსხვილფეხა საქონლის შეტანის აკრძალვას ოთარ დანელია უცნაურს უწოდებს

  საქართველო, 28 დეკემბერი, საქინფორმი. რუსეთის სანიტარული სამსახურის მიერ საქართველოდან მსხვილფეხა საქონლისა და მისგან მიღებული პროდუქციის ნაწილის შეტანის აკრძალვას თბილისში ეხმაურებიან.

 საქართველოს სურსათის ეროვნულ სააგენტოში ამბობენ, რომ მათ საქართველოში ნოდულარული დერმატიტის გამოვლენისთანავე დაუყოვნებელი ვაქცინაცია ჩაატარეს და პროცესი კვლავ გრძელდება.

 რუსეთის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას უცნაურს უწოდებს აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეც. ოთარ დანელიას თქმით, რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოდან ცოცხალი ცხოველების ექსპორტი არც ხორციელდება.