საზოგადოება
”საშობაო ზღაპარი” - საახალწლო ქალაქი ვახტანგ კახიძის კონცერტით გაიხსნა

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ვახტანგ კახიძის კონცერტით “საშობაო ზღაპარი” გაიხსნა საახალწლო ქალაქი დედა ენის ბაღში. ღონისძიებას თბილისის მერი ოჯახთან ერთად დაესწრო.

 პარალელურად საახალწლო ღონისძიებები მოეწყო განახლებულ აღმაშენებელზეც. საახალწლო პროგრამა დედა ენის ბაღსა და  ახალ ტფილისში 3 იანვრამდე გასტანს. 9 დღის განმავლობაში სხვადასხვა კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიება გაიმართება.

 საახალწლო გალა კონცერტი კი ტრადიციულად 31 დეკემბრის ღამეს ვარდების მოედანზე შედგება.