პოლიტიკა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საპატრიარქოში მიიღო უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დელეგაცია კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტის, უნეტარესი ონოფრეს მეთაურობით

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მაღალი სტუმრები თბილისში ილია მეორის აღსაყდრების 39-ე წლის თავთან დაკავშირებით ჩამობრძანდნენ. კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტმა ონოფრე მადლობა გადაუხადა  სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს და თბილისში ყოფნის გამო კმაყოფილება გამოთქვა.

 25 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის არქიეპისკოპოსის, აფხაზეთისა და ბიჭვინთის მიტროპოლიტის ილია მეორის აღსაყდრების 39- წლის თავი აღინიშნა, ხოლო 4 იანვარს უწმინდესი და უნეტარესი 85 წლის იუბილეს აღნიშნავს.

 უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმა სასწაულმოქმედი სპირიდონ ტრიმიფუნტელის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანეს, რომლის ხსენების დღე 25 დეკემბერს აღინიშნება. წმინდა ნაწილები სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს, რათა მორწმუნეებმა თაყვანი სცენ.