აქტუალური
როცა არსებობს კითხვები, ყველას პასუხი უნდა გაეცეს - დავით ნარმანია

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. ასე ეხმიანება დედაქალაქის მერი თედო კობახიძის მიმართ ოპოზიციის დამოკიდებულებას. დავით ნარმანია აცხადებს, რომ კობახიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი საკრებულოს გადასაწყვეტია.

 "საკრებულოს თავმჯდომარემ და საკრებულომ ამასთან დაკავშირებით თავისი პოზიცია გამოხატა. როცა არსებობს კითხვები, ამ კითხვებთან დაკავშირებით მნიშვნელოვანია, ინახოს შესაბამისი დოკუმენტაცია და გაეცეს ამ ყველაფერს პასუხი", - აცხადებს ნარმანია.

 თედო კობახიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხზე გუშინ ოპოზიციის წარმომადგენლებმა იმსჯელეს. შეხვედრას საკრებულოს ის ყოფილი და მოქმედი თანამშრომლებიც დაესწრნენ, რომლებიც იურიდიული კომისიის თავმჯდომარეს ზეწოლაში ადანაშაულებენ.