აქტუალური
ორთაჭალაში, ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს

  საქართველო, 27 დეკემბერი, საქინფორმი. მაშველებმა ორთაჭალაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ადგილზე კიდევ ერთი ცხედარი იპოვეს. ამის შესახებ შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა სოფო კობაიძემ განაცხადა.

 მანქანაში, რომელიც მტკვარში გადავარდა, ორი ადამიანი - ცოლ-ქმარი იმყოფებოდა.

 ცხედრები პროზექტურაშია გადასვენებული.

 შემთხვევის წინასწარ მიზეზად გადაჭარბებული სიჩქარე სახელდება, რის გამოც ავტომანქანა სველ გზაზე მოცურდა და მტკვარში გადავარდა.