აქტუალური
"ნაციონალურმა მოძრაობამ" საკონსტიტუციო კომისიის 8 წევრი დაასახელა

  საქართველო, 26 დეკემბერი, საქინფორმი. ნაციონალურ მოძრაობაში დაასახელეს ის 8 პოლიტიკოსი, რომლებიც საკონსტიტუციო კომისიის წევრები გახდებიან:

 1. გიორგი ტუღუში

 2. ოთარ კახიძე

 3. ზურაბ ჭიაბერაშვილი

 4. ხათუნა გოგორიშვილი

 5. სერგი კაპანაძე

 6. სალომე სამადაშვილი

 7. მამუკა ჩიქოვანი

 8. ირაკლი აბესაძე

 "ამ კომისიამ უნდა იმუშაოს ყველაზე მნიშვნელოვან თემებზე, რომლებიც მართლა საჭიროებს ცვლილებას და ეს არის ჩვენთვის საარჩევნო სისტემა, რომ ასეთი უსამართლო სისტემა, რომელიც ახლა არის, არ იყოს, როცა ნახევარზე ნაკლები ამომრჩევლის ნახევარზე ნაკლები მხარდაჭერის შედეგად 3/4- იღებს რომელიმე პოლიტიკური ძალა და ძალიან დაბალი ლეგიტიმაცია აქვს. ამიტომ ჩვენი მოწოდება არის ხელისუფლების მიმართ, რომ პრიორიტეტად ვაქციოთ სწორედ ამ თემაზე მუშაობა, რომელიც მართლა საჭიროებს რეფორმირებას“, - განაცხადა ნაციონალური მოძრაობის წევრმა სერგი კაპანაძემ.

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე კომისიის თავმჯდომარეა. უმრავლესობას კომისიაში 23 წევრი ეყოლება. 8 წარმომადგენელი ეყოლება “ნაციონალურ მოძრაობას”, 2 – “პატრიოტთა ალიანსს”, თითო-თითო ლეიბორისტებს, “თავისუფალ დემოკრატებს” და “დემოკრატიულ მოძრაობას”. უცვლელია პრეზიდენტის პოზიცია, რომლის წარმომადგენლები კომისიის მუშაობაში არ ჩაერთვებიან.